თიაქრის გართულებები
- ინკარცერაცია (ჩაჭედილი თიაქარი)
- მდგომარეობა, როდესაც ორგანო ან ნაწლავი თიაქრის პარკში იჭედება და ვეღარ უბრუნდება თავის ადგილს.
- იწვევს მუცლის ტკივილს, შეშუპებას და დისკომფორტს, რაც საჭიროებს სასწრაფო ჩარევას.
მკურნალობა – მინი ინვაზიური ქირურგიული მეთოდები
მინი ინვაზიური ოპერაცია: თანამედროვე ქირურგია ხშირად იყენებს ლაპაროსკოპიულ მეთოდს, რაც მცირე ჭრილობებს გულისხმობს და ეხმარება პაციენტებს სწრაფ რეაბილიტაციაში
ლაპაროსკოპიის შემდეგ პაციენტები აღნიშნავენ ნაკლებ ტკივილს, აღდგენის შემდეგ სიმტკიცეც უფრო მყარია, რეაბილიტაციის პერიოდი – უფრო ხანმოკლე, ნაკლებია პოსტოპერაციული გართუბების ალბათობა, როგორიც არის ინფექცია, სისხლდენა.
კვლევების მიხედვით, პაციენტთა 90%-ზე მეტი პირველ კვირაში უბრუნდება ყოველდღიურ აქტივობას.