ლაპაროსკოპიული მეთოდის დროს კეთდება 3 მცირე განაკვეთი, რეაბილიტაციის დრო არის 7-10 დღე, ოპერაციის შემდგომი ტკივილი ნაკლებად არის გამოხატული, გართულებების რისკი დაბალია, ასევე დაბალია რეციდივის რისკიც. ხოლო ღია მეთოდის დროს – კეთდება ერთი, შედარებით დიდი განაკვეთი, რეაბილიტაციის დროა 2-3 კვირა, მეტია ოპერაციის შემდგომი ტკივილი, გართულებების და რეციდივის რისკიც აღემატება წინა შემთხვევას.
ლაპაროსკოპიული მეთოდის დროს ნაკლებია:
- ნერვული დაზიანება, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს პოსტოპერაციული ტკივილი ან მგრძნობელობის დაკარგვა.
- სერომის ან ჰემატომის დაგროვება ბადის გარშემო.
- პერიტონეუმის ან ნაწლავის დაზიანება არასწორი ტექნიკის გამოყენებისას.
დასკვნა
ლაპაროსკოპიული მეთოდი ჭიპის თიაქრის მართვაში წარმოადგენს უსაფრთხო, ეფექტურ და თანამედროვე მიდგომას, რომელიც პაციენტებს სთავაზობს სწრაფ გამოჯანმრთელებას, უმცირეს დისკომფორტს და ხანგრძლივ შედეგს.
ბარიატრიის ცენტრი იყენებს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით დადასტურებულ ტექნოლოგიებს, რაც გარანტიას გაძლევთ საუკეთესო შედეგებზე.