მეცნიერების ხელმძღვანელობით ჩატარებულმა საერთაშორისო კვლევამ ადამიანის სხეულის სხვადასხვა ცხიმოვან ქსოვილებში არსებული ცხიმოვანი უჯრედების პოპულაციები დაახასიათა.
ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენებით, მკვლევარებმა შეძლეს უნიკალური ქვეპოპულაციების იდენტიფიცირება ცხიმოვან უჯრედებში, რომელთაც უფრო რთული და მრავალფეროვანი ფუნქციები აქვთ, ვიდრე აქამდე იყო ცნობილი. გარდა ამისა, მათ აღმოაჩინეს განსხვავებები ადამიანის სხვადასხვა ცხიმოვან ქსოვილებში უჯრედშორისი კომუნიკაციის თვალსაზრისით.
ეს აღმოჩენები საფუძვლად დაედება მომავალ კვლევებს, რომლებიც მიზნად ისახავს პერსონალიზებული მედიცინის განვითარებას სიმსუქნის მკურნალობის მიმართულებით.
ცხიმოვან უჯრედებს შორის განსხვავებების წყაროს კვლევისას, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მათი უმეტესობა მსგავსია როგორც კანქვეშა, ასევე მუცლის ღრუს ცხიმოვან ქსოვილებში.
მუცლის ღრუს ცხიმის უჯრედები გამოხატავენ გენებს, რომლებიც მიანიშნებს იმუნურ სისტემასთან უფრო აქტიურ კომუნიკაციაზე და მონაწილეობენ პროანთებით პროცესებში.
მეორეს მხრივ, კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში, ცხიმოვანი უჯრედები უფრო მეტად ურთიერთობენ ერთმანეთთან და ჩართული არიან ანთების საწინააღმდეგო პროცესებში. უფრო მეტიც, ცხიმოვანი უჯრედების ერთ-ერთი უნიკალური ტიპი, რომელიც პირველად ამ კვლევაში აღმოაჩინეს, მხოლოდ მუცლის ღრუს ცხიმოვან ქსოვილში გამოვლინდა.
„ადამიანის ცხიმოვანი ქსოვილების უჯრედული შემადგენლობისა და ფუნქციის შესახებ მიღებული ახალი ინფორმაცია საფუძველს უყრის შემდგომ გამოყენებით კვლევებს, რომლებიც პერსონალიზებული მედიცინის განვითარებას ისახავს მიზნად სიმსუქნის მკურნალობის მიმართულებით.“
დადგინდა, რომ იმ უნიკალური ცხიმოვანი უჯრედების გავრცელება, რომლებიც კვლევაში შეისწავლეს, მეტაბოლურ გართულებებთან იყო დაკავშირებული: მათი შედარებითი პროპორცია ქსოვილში უფრო მაღალია, რაც უფრო მძიმეა ინსულინის რეზისტენტობა. “თუ დადასტურდება, რომ ამ ცხიმოვანი უჯრედების გავრცელება პროგნოზირებს სიმსუქნის გართულებების პერსონალურ რისკს, ეს აღმოჩენები მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს სიმსუქნის უფრო პერსონალიზებული მკურნალობის მეთოდების განვითარებაზე.“