ჭარბი წონა და სიმსუქნე – ეს არის ქრონიკული, პროგრესირებადი დაავადება, რომელიც გულისხმობს ჭარბი ცხიმის დაგროვებას ორგანიზმში და იწვევს სიცოცხლისთვის სახიფათო დაავადებებს.
რა არის სიმსუქნე?
სიმსუქნის განსაზღვრა
სიმსუქნის ხარისხის განსაზღვრისთვის გამოიყენება BMI ინდექსი – სხეულის მასის ინდექსი, რომელიც გამოითვლება ადამიანის წონის (გამოსახული კილოგრამებში) შეფარდებით მის სიმაღლესთან კვადრატში.
სიმსუქნე საყურადღებო ხდება მას შემდეგ, რაც აღნიშნული მაჩვენებელი გარკვეულ ზღვარს გადასცდება. სიმსუქნის დიაგნოზი ისმევა, როცა BMI აღემატება 30 კგ/მ² – ს , ხოლო BMI 25+ ის შემთხვევაში საქმე გვაქვს ჭარბ წონასთან.
სიმსუქნესთან ასოცირებულია თანმხლები პათოლოგიები, როგორებიცაა: დიაბეტი ტიპი 2, არტერიული წნევა, მაღალი ქოლესტერინი, ართრიტი, დეპრესია, ობსტრუქციული ძილის აპნოე და ა.შ.
BMI-ის ნაკლოვანებები
BMI არ ითვალისწინებს სხეულის ცხიმის და კუნთოვანი მასის პროპორციას. მაგალითად, სპორტსმენებს, რომლებსაც აქვთ მაღალი კუნთოვანი მასა, შეიძლება ჰქონდეთ მაღალი BMI, მაგრამ არ იყვნენ ჭარბი წონის ან მსუქანი.
BMI არ აჩვენებს, სად არის ცხიმი განაწილებული სხეულში. მუცლის ცხიმი (ცენტრალური სიმსუქნე) დაკავშირებულია მეტაბოლურ დაავადებებთან, მაგრამ ეს მონაცემი BMI-ში არ ჩანს.
ბავშვებსა და მოზარდებში BMI ნაკლებად საიმედოა, რადგან მათი სხეულის განვითარება და ზრდა განსხვავებულია.
სიმსუქნის სპეციფიურ ფორმას წარმოადგენს მუცლის ე.წ. “აბდომინალური” სიმსუქნე, რომელიც მოიაზრებს წელის გარშემო არსებულ ცხიმის მასას. ქალის შემთხვევაში წელის გარშემოწერილობა აჭარბებს 89 სმ-ს, ხოლო მამაკაცის შემთხვევაში 101-სმ-ს. “აბდომინალური სიმსუქნე” ბარიატრიის ქირურგებისთვის წარმოადგენს დამატებით მაჩვენებელს. BMI მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისას წარმოადგენს ერთ-ერთ კრიტერიუმს. BMI – თან ერთან აუცილებელია შეფასდეს პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა.
BMI კალკულატორი
სიმსუქნე, როგორც დაავადება
2013 წელს ამერიკის სამედიცინო ასოციაციამ სიმსუქნე ოფიციალურად შეიყვანა დაავადებათა რიცხვში, რაც ემსახურება სიმსუქნის პრევენციასა და უკვე არსებობის შემთხვევაში მკურნალობის მართებული ფორმების შემუშავებას.
სიმსუქნის მკურნალობა
წონის კლება მხოლოდ დიეტისა და ვარჯიშის ფონზე დღემდე რჩება საკმაოდ რთულ გამოწვევად. იმ შემთხვევაშიც კი თუ ამ გზით სასურველი შედეგის მიღება ხდება, ის არ არის სტაბილური და დროსთან მიმართებაში მდგრადი, რადგან პრაქტიკა აჩვენებს, რომ უმეტეს შემთხვევაში ამ გზით დაკლებული წონის აღდგენა დროთა განმავლობაში ისევ ხდება და პაციენტი უბრუნდება პირვანდელ ან მასთან მიახლოებულ მდგომარეობას. ეს ძირითადად განპირობებულია ბიოლოგიური და სხვა გარე ფაქტორებით. ამის საპირწონედ, ბოლო წლებში ბარიატრიული ქირურგია საკმარისად განვითარდა იმისთვის, რომ შემოგვთავაზოს მეტად ეფექტური მეთოდი შედეგის შენარჩუნების თვალსაზრისით, მათ შორის არის: ლაპაროსკოპიული სლივ გასტრექტომია, ლაპაროსკოპიული კუჭის ბაიფასი.
ჰარვარდის სამედიცინო სკოლის კვლევები გვიჩვენებს, რომ სიმსუქნეს შეუძლია მრავალმხრივ ავნოს ადამიანის ჯანმრთელობას, დაწყებული რეპროდუქტიული ჯანმრთელობით, დამთავრებული რესპირატორული ფუნქციებით, მეხსიერებით და ორგანიზმის ზოგადი განწყობით.
სიმსუქნე შესაძლოა გახდეს ისეთი დაავადებების გამომწვევი , როგორებიცაა დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და სიმსივნის გარკვეული ფორმები.