წმ. იოანე მოწყალეს სახელობის პრივატ კლინიკის ბარიატრიის ცენტრი პროფესორ სოსო ნანობაშვილის, პროფესორ გერჰარდ პრაგერის და პრივატ კლინიკის ერთობლივი ინიციატივით 2019 წელს დაარსდა. დღემდე ცენტრის ისტორია რამდენიმე ასეულ სხვადასხვა ტიპის ბარიატრიულ და მინიმალურ ინვაზიურ ოპერაციას ითვლის.
მიზანი, რომელსაც ბარიატრიის ცენტრი ემსახურება პაციენტებისთვის ქვეყნის დატოვების გარეშე თანამედროვე და მაღალის ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიწოდებაა.
ცენტრი აღჭურვილია უახლესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურით, ხოლო თითოეული კადრის განვითარებისთვის მუდმივად მიმდინარეობს გადამზადების პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, სამედიცინო სფეროში მოწინავე პოზიციებზე მყოფ ქვეყნებში.
ცენტრი ემსახურება სიმსუქნისა და მეტაბოლური დაარღვევების მქონე პაციენტებს. აღნიშნული დაავადებების მართვა მოიცავს როგორც ქირურგიულ, ასევე მედიკამენტოზურ მკურნალობას.
უნდა აღინიშნოს, რომ ბარიატრიის გარდა ცენტრი აქტიურად ემსახურება სხვა ქირურგიული პათოლოგიების მქონე პაციენტებს, მათ შორის საყლაპავის, კუჭის, ნაწლავის და მუცლის წინა კედლის პათოლოგიების ქირურგიის მიმართულებით.
ცენტრის ბაზაზე არსებობს ზოგადი და მინი-ინვაზიური ქირურგიის სასწავლო აკადემია.