მაშინ, როცა ინფორმაციას იძიებთ სიმსუქნის მკურნალობის გზების, მათ შორის ქირურგიული ჩარევის შესახებ, BMI-ის მინიმალური ნიშნული ის მაჩვენებელია, რომლის გათვალისწინებაც აუცილებლად ხდება.
BMI-ის მაჩვენებლები:
მაშინ, როცა ინფორმაციას იძიებთ სიმსუქნის მკურნალობის გზების, მათ შორის ქირურგიული ჩარევის შესახებ, BMI-ის მინიმალური ნიშნული ის მაჩვენებელია, რომლის გათვალისწინებაც აუცილებლად ხდება.
BMI-ის მაჩვენებლები:
BMI კგ/მ2 | დიაგნოზი |
18.5-მდე | წონის დეფიციტი |
18.5 – 24.9 | ნორმალური წონა |
25 – 29.9 | ჭარბი წონა |
30 – 34.9 | I ხარისხის სიმსუქნე |
35 – 39.9 | II ხარისხის სიმსუქნე |
40 – 49.9 | მორბიდული სიმსუქნე |
50 + | სუპერ-მორბიდული სიმსუქნე |
მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ აღნიშნული მაჩვენებლები თავსებადია მოზრდილთა შემთხვევების განსახილველად. მოზარდების სიმსუქნის ხარისხის შესაფასებლად, რიცხვობრივი მონაცემები განსხვავებულია.
აკონტროლეთ თქვენი სხეულის მასის ინდექსი (BMI)
ბარიატრიული ქირურგები პაციენტისთვის მკურნალობის სწორ ფორმებსა და მიდგომებს განსაზღვრავენ მათ სამედიცინო ისტორიაზე, ცხოვრების წესის შესახებ ინფორმაციაზე დაყრდნობით. როგორც წესი, სიმსუქნის მკურნალობის ქირურგიულ გზას ექიმები მიმართავენ იმ შემთხევაში თუ პაციენტის BMI-35 და მაღალია, მიუხედავად იმის აქვს თუ არა სიმსუქნესთან დაკავშირებული სხვა პრობლემები.
ხოლო BMI 30 ქირურგიის დასაგეგმად საკმარისი მაჩვენებელია იმ პაციენტებისთვის, რომელთაც აწუხებთ ერთ-ერთი ჩამოთვლილთაგან: მაღალი წნევა, დიაბეტი, ძილის “აპნოე” ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.
გარკვეული დაავადებების არსებობის შემთხვევაში ქირურგიული ბარიატრია შესაძლოა ჩაუტარდეს პაციენტებსაც BMI 30-იანი მაჩვენებლით იმისთვის, რომ თავიდან აცილებულ იქნას შესაძლო მომავალი გართულება.