თუ ამჩნევთ, რომ წონის დაკლება თქვენთვის სირთულეს წარმოადგენს, ქირურგიული ან არაქირურგიული პროცედურების შესახებ სწორი ინფორმაციის მიღება შესაძლოა დაგეხმაროთ. სტატისტიკამ და კვლევებმა აჩვენა, რომ დაკლებული წონის შენარჩუნება გრძელვადიან პერიოდში ადამიანთა მხოლოდ მცირე ნაწილს შეუძლია. ბარიატრიული ქირურგია ყველაზე უსაფრთხო და ეფექტურ გზას წარმოადგენს წონის კლებისა და სიმსუქნესთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების აღმოსაფხვრელად.
წონის კლების ქირურგიული პროცედურები იმ რეკომენდაციებს ეყრდნობა, რომლებიც ჯანდაცვის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ 1990-იან წლებში გამოქვეყნდა. აღნიშნული რეკომენდაციები იყენებს სხეულის მასის ინდექსსა და პაციენტის სამედიცინო ისტორიას იმის განსასაზღვრად, არის თუ არა ის ბარიატრიული ჩარევების კანდიდატი. საბოლოო რეკომენდაცია ამის მიუხედავად მაინც ქირურგთან კონსულტაციის შედეგად გაიცემა.