ბარიატრიული ქირურგიის შემდეგ რეაბილიტაციის პერიოდი გრძელდება 12-24 თვის განმავლობაში და შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში არ არის დაკავშირებული განსაკუთრებულ გართულებებთან.
პოსტოპერაციული დიეტა შედგება რამდენიმე ფაზისგან: პირველი ფაზის პერიოდში, რომელიც გრძელდება 2-3 კვირა, პაციენტები იღებენ თხიერ და რბილ საკვებს (საკვებს, რომელსაც დაღეჭვა არ სჭირდება), მეორე ფაზის დროს – პაციენტები იღებენ თითქმის ყველა ტიპის საკვებს, თუმცა მნიშვნელოვანია საკვების კარგად დაღეჭვა და დაქუცმაცება, რათა თავიდან ავიცილოთ საკვების გაჭედვა ახლად ფორმირებულ კუჭში. მესამე ფაზაში პაციენტი თანდათან გადადის მყარ საკვებზე.
აუცილებელია, რომ პაციენტმა 24 საათის განმავლობაში მიიღოს 1.5-2 ლიტრი წყალი. ოპერაციის შემდეგ პაციეტს ენიშნება პროტეინის შეიკი. ოპერაციიდან 3 კვირაში ინიშნება მულტივიტამინები.
არ არის რეკომენდებული ტკბილეულის, ნახშირწყლებისა და გაზიანი სასმელების მიღება.
ოპერაციის შემდეგ პაციენტები საკმაოდ მალე, დაახლოებით ერთი კვირის ინტერვალში უბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს.