კუჭის სახელოსებური რეზექცია, რომელსაც ზოგჯერ ასევე მოიხსენიებენ, როგორც სლივ გასტრექტომიის ოპერაციას ან კუჭის ვერტიკალურ რეზექციას, ყველაზე პოპულარული ოპერაცია ბარიატრიულ ქირურგიაში, ამ ოპერაციის შემდეგ მალე ჩნდება დანაყრების შეგრძნება და აგრეთვე მცირდება შიმშილის შეგრძნებას.
ლაპაროსკოპიული სლივ გასტრექტომია
რა არის სლივ გასტრექტომია
სლივ გასტრექტომიის დროს კეთდება მცირე განაკვეთი მუცლის ზედა ნაწილში, ხდება ძირითად კუჭის მარცხენა ნაწილის ამოკვეთა, რის შედეგადაც მცირდება კუჭის მოცულობა. დარჩენილი კუჭი იღებს მილის ფორმას, რასაც სლივი ეწოდება.
ოპერაციის შემდეგ, საჭმლის მომნელებელი სისტემის ცვლილება არ ხდება. ნარჩუნდება ბუნებრივი საჭმლის მომნელები გზა ( საკვები გადის ყველა იმ ნაწილს რასაც ოპერაციამდე გადიოდა.) მაგრამ საგრძნობლად ცოტა საკვები ავსებს კუჭს და შესაბამისად მალე გრძნობთ დანაყრების შეგრძნებას.
ბარიატრიის ცენტრის პაციენტები ოპერაციის შემდეგ კარგავენ წონის მნიშვნელოვან რაოდენობას და აგრძელებენ ცხოვრებას უფრო ჯანმრთელად. გარდა ამისა ცენტრის ექიმთა გუნდი პაციენტებს ეხმარებიან კომფორტულად და პოზიტიურად გაიარონ ის გზა რასაც წონის საბოლოო დაკლება ჰქვია არ ვიცი ვერ ვაყალიბები მომეხმარე.
სლივ გასტრექტომიის უპირატესობები
სლივგასტრექტომია უფრო მარტივი ოპერაციაა, ვიდრე კუჭის ბაიფასის ტიპის ოპერაცია, რაც ამცირებს გართულებებს და იძლევა უფრო სწრაფ რეაბილიტაციურ პერიოდს. სლივგასტრექტომიის საშუალებით თქვენი კუჭის დაახლოებით 70-90% ამოღებულია, რის შედეგადაც კუჭის მოცულობა მნიშვნელოვნად მცირდება. რადგან პროცედურის დროს არ იცვლება საჭმლის მომნელებელი გზა, შედარებით ნაკლებია ვიტამინების დეფიციტის განვითარება.
ამ ოპერაციით ხდება კუჭის იმ ნაწილის მოშორება, რომელიც გამოიმუშავებს ჰორმონს – გრელინი (შიმშილის ჰორმონი). ის ასტიმულირებს შიმშილის გრძნობას, შედეგად პაციენტები ნაკლებად განიცდიან შიმშილს, ხოლო ჭამის დროს ნაკლები საკვების მიღება ხდება საჭირო დანაყრებისთვის.
დამატებითი სარგებელი
ამ ოპერაციის შემდეგ დემპინგ სინდრომის განვითარების რისკი არ არსებობს. დემპინგ სინდრომი ხასიათდება დისკომფორტით მუცლის მიდამოში და მასთან დაკავშირებული სხვა სიმპტომებით.
სლივგასტრექტომიის უარყოფითი მხარეები
მიუხედავად იმისა, რომ სლივ გასტექტომია ზოგადად საკმაოდ ადვილად გადასატანი ოპერაცია, მას უმნიშვენელოდ მაღალი გართულების სიხშირე ახასიათებს, ვიდრე ლაპაროსკოპიული კუჭის ბანდაჟირების პროცედურას, რაც ძირითადად ნაკერის ჰერმეტიზმის დარღვევაში გამოვლინდება.
კუჭის სახელოსებური რეზექცია (სლივგასტრექტომია) შეიძლება არ იყოს ოპტიმალური პროცედურა ჭარბად კვების ან ტკბილეულის მოხმარებისკენ მიდრეკილი პაციენტებისთვის, ასევე მათთვის ვისაც ხშირად აქვთ გულძმარვა. სლივგასტრექტომიის შემდეგ პაციენტთა 30%-ს უწევს კუჭის მჟავიანობის შემამცირებელი მედიკამენტების მიღება სიმპტომური გასტრო-ეზოფაგეალური რეფლუქსის გამო.
5 წლის შემდეგ აღინიშნება წონის მნიშვნელოვანი მატება პაციენტების 40-50%-ში.
სლივგასტექტომია შეუქცევადი ოპერაციაა. ნებისმიერი ბარიატრიული ქირურგია ასოცირებულია გარკვეული ფორმის რისკებთან.
პაციენტის მკურნალობის სწორი ფორმის განსაზღვრა და შესაბამისი მომზადება ოპერაციის წინ განაპირობებს სასურველი შედეგების მიღებას.
რეაბილიტაცია
ოპერაციის შემდეგ, როგორც წესი პაციენტების უმეტესობა ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება 1-2 კვირაში. ოპერაციის შემდეგ პაციენტები აღნიშნავენ უმნიშვნელო სისუსტეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თუმცა ეს პოსტოპერაციული პერიოდისთვის დამახასიათებელი მდგომარეობაა.
პირველი 4-6 კვირის განმავლობაში სასურველია საკვების და სითხის მიღებასთან დაკავშირებული კონკრეტული რეკომენდაციების გათვალისწინება, ასევე მსუბუქი ფიზიკური აქტივობა, როგორიცაა სიარული, რაც ეხმარება რეაბილიტაციის პროცესს.
შემდეგი ეტაპები
პოსტოპერაციულ პერიოდში 24 თვის განმავლობაში მნიშვნელოვანია პაციენტმა შეინარჩუნოს აქტიული კომუნიკაცია ექიმთან, ჩაიტაროს ყველა საჭირო კვლევა, მიიღოს ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები და საკვები დანამატები და გართულების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოს ცენტრს.