საყლაპავის ონკოლოგიური დაავადებები მოიცავს ისეთ სიმსივნეებს, რომლებიც წარმოიქმნება საყლაპავის სხვადასხვა ნაწილებში. აღნიშნული სიმსივნეები საჭიროებენ ტექნოლოგიურ დიაგნოსტიკურ მეთოდებსა და მკურნალობას.
დიაგნოსტიკა და სიმპტომები
საყლაპავის ონკოლოგიურ დაავადებებთან დაკავშირებული სიმპტომატიკა მოიცავს ყლაპვის გაძნელებას, ტკივილს ყელში და მკერდის მიდამოში, წონის კლებას, ხმის დაკარგვას და სუნთქვის გაძნელებას. დიაგნოსტიკა იწყება დეტალური სამედიცინო გამოკვლევებით, მათ შორის, ენდოსკოპიით, ბიოფსიით, CT-კომპიუტერული ტომოგრაფიით და შესაძლებელია პოსიტრონული ემისიის ჩატარებაც გახდეს საჭირო.