ჭიპის თიაქარი – მუცლის წინა კედლის დეფექტი, რომელიც წარმოიქმნება ჭიპის მიდამოში და გამოწვეულია მუცლის კუნთების შესუსტებით ან დაზიანებით. ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი, დისკომფორტი და ზოგჯერ სერიოზული გართულებები, როგორიცაა თიაქრის ჩაჭედვა.
ლაპაროსკოპიული მეთოდი ჭიპის თიაქრისთვის არის თანამედროვე, მინიმალურად ინვაზიური მიდგომა, რომელიც საშუალებას იძლევა მოხდეს თიაქრის დეფექტის დახურვა და ბადის იმპლანტაცია პერიტონეუმის ქვეშ.