სწორი კვება – როგორია ბარიატრიის შემდგომი ცხოვრების წესი?!
ბარიატრიული ქირურგია არ არის ჭარბი წონის მომენტალური კორექციის საშუალება. გრძელვადიანი შედეგის მისაღებად და შესანარჩუნებლად აუცილებელია ცხოვრებისა და კვების წესის დარეგულირება.
მაშინ, როცა ბარიატრიის შედეგად კუჭის ზომა პატარავდება, ორგანიზმი ზღუდავს შაქრისა და ცხიმის შემცველი საკვების მიმღებლობას. თუმცა საკვების კონკრეტული ჯგუფების შეთვისება სხვადასხვა ორგანიზმს შესაძლოა განსხვავებული ჰქონდეს.
თუმცა, არსებობს ზოგადი რეკომენდაციები, რომლებიც პოსტ-ბარიატრიულ პაციენტებს დაეხმარება კვების მოწესრიგებაში.
მაგალითად, სწორი დიეტა გულისხმობს შემდეგს:
მოერიდეთ მაღალკალორიულ საკვებს, რომელსაც არ გააჩნია განსაკუთრებული კვებითი ღირებულება:
შემწვარი საკვები, სწრაფი კვება, მაღალცხიმოვანი ხორცეულობა, ტკბილეული, შაქრის შემცველი , მაღალკალორიული სანელებლები, მაკარონი, ბრინჯი, ცომეული, მარცვლეული.
რა უნდა გაითვალისწინოთ ბარიატრიის შემდეგ?!

იმისთვის, რომ არ მოხდეს დეჰიდრატაცია, აუცილებელია მინიმუმ 2 ლიტრი წყლის, არა გაზირებული, უშაქრო, უკოფეინო სითხის მიღება.
შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ტკივილს ზედა მხრის ან გულმკერდის ზედა ნაწილში, იმ შემთხვევაში, როდესაც ძალიან ბევრი საკვები მიიღება ერთდროულად ან საკვები ძალიან ძნელად მოსანელებელია.




