როგორია ბარიატრიული ქირურგიისთვის მიმართვიანობის მაჩვენებელი გლობალურად?!
ამერიკასა და კანადაში ყოველ საათში საშუალოდ 25 ქირურგიული პროცედურა ტარდება წონაში კლების მიზნით.
მაჩვენებელი მცირედით ჩამორჩება ევროპის ქვეყნებისთვის და საშუალო 8 პროცედურას უტოლდება საათში, აზიაში 2 პროცედურა საათში.
აღნიშნულიდან 90% წილი მოდის მინიმალური ინვაზიური ტექნიკით განხორციელებულ ჩარევაზე. ეს გავრცელებული მეთოდი მოიცავს 2 სახის ქირურგიულ პროცედურას: სლივ გასტრექტომია (gastric sleeve) და კუჭის ბაიპასი (gastric bypass). ყველაზე ნაკლებად გავრცელებული კი ქირირგიულ ჩარევებს შორის არის ბილიოპანკრეატული შუნტირება, რაც გულისხმობს თორმეტგოჯა ნაწლავზე განხორციელებულ მანიპულაციას.