მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ბარიატრიული ქირურგია არ წარმოადგენს კოსმეტიკურ ქირურგიას.

კოსმეტიკური ქირურგია მიზნად ისახავს ადამიანის ფიზიკური გარეგნობის შეცვლას მაშინ, როცა ბარიატრიული ქირურგიის მიზანი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორება და სხვადასხვა დაავადების პრევენციაა.

ბარიატრიული ქირურგია მოიცავს ქირურგიულ ტექნიკებს, რომლებიც გავლენას ახდენს საკვების მონელებაზე ორგანიზმის მიერ. ბარიატრიული ქირურგია იწვევს წონის კლებასა და ცხოვრების სტილის ცვლილებას. იგი მეტად ორიენტირებულია გრძელვადიანი, შენარჩუნებადი შედეგების მიღებაზე.
ნებისმიერ ტიპის ბარიატრიულ ქირურგიას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ტექნიკის არჩევისთვის საჭიროა კონსულტაცია ბარიატრიულ ქირურგთან.