კვლევამ, რომელიც ჩინეთის უნივერსიტეტში ჩატარდა, ახსნა, თუ როგორ შეიძლება ორგანიზმის მეტაბოლურმა პრობლემებმა ხელი შეუწყოს ალცჰაიმერის დაავადების (AD) განვითარებასა და პროგრესს.
კვლევებმა აჩვენა, რომ ალცჰაიმერის დაავადება (AD) დაკავშირებულია მეტაბოლური სინდრომის (MetS) ზრდასთან, რასაც თავის მხრივ ახასიათებს ისეთი თანმდევი პრობლემები, როგორიცაა დიაბეტი, სიმსუქნე, მაღალი წნევა და სისხლში ცხიმის ზენორმირებული დონე და ა.შ.
ტვინი შედგება ლიპიდებისგან, რომლებიც კრიტიკულია ნეირონების სტრუქტურისა და ფუნქციის შენარჩუნებისთვის, მეტაბოლურ სისტემასა და ალცჰაიმერის დაავადებას შორის კავშირის, ისევე როგორც იმ მექანიზმების ცოდნა, რითაც დისლიპიდემია ალცჰაიმერის განვითარებას იწვევს, შესაძლებელი იქნება ახალი სამკურნალო მეთოდების იდენტიფიცირება და შესაძლო თერაპიული სტრატეგიების შემუშავება მომავალში.
სიმსუქნესა და ალცჰაიმერის დაავადებას შორის კავშირი საკმაოდ კომპლექსურია, და გარკვეულწილად დამოკიდებულია პაციენტის ასაკზეც. შესწავლილმა ქეისებმა აჩვენა, რომ სიმსუქნე შუახნის ასაკში მეტი რისკფაქტორია დემენციისა და კოგნიტური დისბალანსის განვითარების, ვიდრე იგივე პრობლემა უფრო ასაკოვანი პაციენტების შემთხვევაში.
გამოვლინდა კავშირი ქოლესტერინისა და ცხიმოვანი მჟავების დაურეგულირებელ მეტაბოლიზმსა და ტვინის / ნეირონების პრობლემებს შორის. მათ შორისაა ნეირონული ანთება, Aβ პროტეინების დაგროვება, ტვინისთვის სისხლის მიწოდების შეფერხება, ოქსიდაციური სტრესი.
პაციენტთა ისტორიების შესწავლამ ცხადჰყო, რომ სისხლში ცხიმის დონეების შენარჩუნება შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანი იყოს ტვინის ჯანმრთელობისთვის, ვიდრე ადრე მიიჩნეოდა.პრევენციული ან თერაპევტული სტრატეგიები, რომლებიც ამჟამად კვლევის პროცესშია, სხვა მნიშვნელოვან კომპონენტებთან ერთად მოიცავს ქოლესტერინის შემცირებისკენ მიმართულ მედიკამენტებს და დიეტურ მიდგომებს, როგორიცაა ქეტოგენური დიეტები და ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების დანამატები და ა.შ.