რა არის ბარიატრიული ქირურგია?
ბარიატრიული ქირურგია ყველაზე ეფექტური თერაპიაა დაავადებაში გადაზრდილ სიმსუქნესთან საბრძოლველად და ის ყოველთვის აისახება პაციენტის მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებაში ან პრობლემის სრულად აღმოფხვრაში.
ვინ არის ბარიატრიული ქირურგიის კანდიდატი?
კანდიდატები, როგორც წესი, აკმაყოფილებენ ერთ ან მეტ კრიტერიუმს:
- სხეულის მასის ინდექსი (BMI) 40 ან მეტი, ან BMI 35 ან მეტი, პლუს სიმსუქნესთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემებით (მაგ. დიაბეტი, ჰიპერტენზია, ძილის აპნოე)
- წონის კლების წარუმატებელი მცდელობა დიეტისა და ვარჯიშის გზით
- გრძელვადიანად ცხოვრების წესის შეცვლის უნარი
ბარიატრიული ქირურგიის რა ტიპები არსებობს?
არსებობს ბარიატრიული ქირურგიის რამდენიმე ტიპი, მათგან ყველაზე გავრცელებული და ეფექტური არის:
-
კუჭის ბაიფასი (Roux-en-Y)
-
სლივ გასტრექტომია
რა განსხვავებაა სლივ გასტრექტომიასა და კუჭის ბაიფასს შორის?
-
კუჭის ბაიფასი (Roux-en-Y) ბარიატრიული ქირურგიის ერთერთი მეთოდია, რომელიც კუჭის დაპატარავებას და წვრილი ნაწლავის ნაწილის გამოთიშვას საჭმლის მომნელები ტრაქტიდან. წონაში კლების თვალსაზრისით ბაიფასის დროს ხდება წონის უფრო სწრაფი და მნიშვნელოვანი კლებას, ვიდრე სლივის შემთხვევაში. საშუალოდ, პაციენტები კარგავენ ჭარბი წონის დაახლოებით 60-80%-ს პირველი 18 თვის განმავლობაში.
-
სლივ გასტრექტომია – ამ დროს კეთდება მცირე განაკვეთი მუცლის ზედა ნაწილში, ხდება ძირითად კუჭის მარცხენა ნაწილის ამოკვეთა, რის შედეგადაც მცირდება კუჭის მოცულობა. სლივის დროს ადგილი აქვს წონის ზომიერ, მაგრამ მაინც მნიშვნელოვან კლებას. საშუალოდ, პაციენტები კარგავენ ჭარბი წონის დაახლოებით 50-70%-ს პირველი 18 თვის განმავლობაში.
რა არის ბარიატრიული ქირურგიის სარგებლიანობა?
-
წონის მნიშვნელოვანი დაკლება
-
სიმსუქნესთან დაკავშირებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ან მოგვარება, როგორიცაა ტიპი 2 დიაბეტი, ძილის აპნოე და ჰიპერტენზია
-
გაუმჯობესებული ცხოვრების ხარისხი
რა რისკები და გართულებები ახასიათებს ბარიატრიულ ქირურგიას?
-
ინფექცია
-
სისხლის შედედება
-
ვიტამინების ნაკლებობა
-
დემპინგის სინდრომი
-
სისხლდენა ან ნაწიბურები
მსგავსი რისკების თავიდან აცილება მარტივია ექიმის რეკომენდაციების ზუსტი დაცვის შემთხვევაში.
როგორია რეაბილიტაციის პერიოდი?
ბარიატრიული ქირურგიის შემდეგ რეაბილიტაციის პერიოდი გრძელდება 12-24 თვის განმავლობაში და შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში არ არის დაკავშირებული განსაკუთრებულ გართულებებთან.
საშუალოდ რა წონის დაკლება არის შესაძლებელი ბარიატრიული ქირურგიით?
საშუალოდ, პაციენტებს შეუძლიათ დაკარგონ ჭარბი წონის 50-80% ოპერაციიდან პირველი 18 თვის განმავლობაში. წონის დაკლება განსხვავდება პროცედურის, დიეტისა და ვარჯიშის რეჟიმის, ასევე ინდივიდუალური ფაქტორების მიხედვით.
საჭიროა თუ არა ცვლილებების შეტანა დიეტაში ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ?
დიახ, დიეტაში განსაზღვრული ცვლილებების შეტანა აუცილებელია. პაციენტმა უნდა დაიცვას დადგენილი კვების გეგმა, რომელიც ჩვეულებრივ იწყება სითხეებით და თანდათანობით გადადის მყარ საკვებზე. ასევე შესაძლოა საჭირო გახდეს ვიტამინებისა და დანამატების მიღება, რათა თავიდან აიცილოთ კვების დეფიციტი.
შეიძლება თუ არა მოხდეს წონის ხელახალი მატება ბარიატრიის შემდეგ?
დიახ, შესაძლებელია მოხდეს წონის ხელახალი მატება, თუ არ მოხდება რეკომენდაციების დაცვა დიეტისა და ცხოვრების წესთან მიმართებაში.
შევძლებ თუ არა ნორმალურადკვებას ბარიატრიის შემდეგ?
თქვენ შეძლებთ კვებას გაცილებით მცირე ულუფებით. ოპერაცია ცვლის კუჭისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას, ამიტომ დიდი პორციებით ან არაჯანსაღი საკვების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტი ან გართულებები.
რა ფსიქოლოგიური გარემოებები ახასიათებს ბარიატრიულ ქირურგიას?
ბარიატრიულ ქირურგიას შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელოვანი ემოციური და ფსიქოლოგიური ეფექტი. აუცილებელია იყოთ მომზადებული ცვლილებებისა და გამოწვევებისთვის, რომლებიც თან ახლავს წონის მნიშვნელოვან კლებას.
როგორ უნდა მოვემზადო ბარიატრიული ოპერაციისთვის?
მოსამზადებელი პერიოდი როგორც წესი მოიცავს სამედიცინო კვლევებს, კონსულტაციას დიეტოლოგთან და ქირურგთან, ფსიქოლოგიური ფონის შეფასებას. ოპერაციამდე საჭიროა დიეტის დაცვა, რათა მოხდეს ორგანიზმის მომზადება პროცედურისთვის.