10 წლიანი დაკვირვება პოსტ-ბარიატრიულ პაციენტებზე ბარიატრიული ქირურგიის ხანგრძლივ სარგებელზე მიუთითებს – უახლესმა კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტებს შორის, რომელთაც ბარიატრიული ოპერაცია მოზარდობის ასაკში ჩაიტარეს, აბსოლუტურმა უმრავლესობამ მიაღწია წონის მდგრად კლებას და სიმსუქნესთან დაკავშირებული ჯანმრთელობის ისეთი პრობლემების აღმოფხვრას, როგორიცაა დიაბეტი ტიპი 2, ჰიპერტენზია და მაღალი ქოლესტერინი.
კვლევამ ბარიატრიული ქირურგიის მოკლე და გრძელვადიანი რისკები და სარგებელი 240 მოზარდში (13-დან 19 წლამდე) შეისწავლა. მონაწილეებს აღენიშნებოდათ მძიმე სიმსუქნე და წონასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, როგორიცაა პრედიაბეტი, დიაბეტი ტიპი 2, გულ-სისხლძარღვთა დაავადება, ძილის აპნოე, ცხიმოვანი ღვიძლის დაავადება ან სხვა.
10 წლის შემდეგ პაციენტებს ჰქონდათ ჩივილების საშუალო მდგრადი შემცირება: 2 ტიპის დიაბეტის – 55%-ით, ჰიპერტენზიის 57%-ით, არანორმაირებული ქოლესტერინის – 54%-ით.