რატომ არის ჰიდრატაცია მნიშვნელოვანი?!

რა უნდა იცოდნენ ბარიატრიულმა პაციენტებმა გაუწყლოების შესახებ?! ბარიატრიული ქირურგია მიმართულია კუჭის მოცულობის შემცირებაზე, რაც თავის მხრივ აისახება სითხის შეთვისების პროცესზეც. ამ დროს კუჭს მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობის საკვებისა და წყლის მიღება შეუძლია, რაც შესაძლოა არ იყოს საკმარისი ორგანიზმის დატენიანებისათვის. ეს განსაკუთრებით ოპერაციის შემდგომ პირველ ფაზას ახასიათებს, როცა ცვლილებებთან ადაპტირება მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ გაუწყლოების რისკი შედარებით გაზრდილია.…

რას გვეუბნება კვლევები ბარიატრიის ეფექტურობაზე?!

10 წლიანი დაკვირვება პოსტ-ბარიატრიულ პაციენტებზე ბარიატრიული ქირურგიის ხანგრძლივ სარგებელზე მიუთითებს – უახლესმა კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტებს შორის, რომელთაც ბარიატრიული ოპერაცია მოზარდობის ასაკში ჩაიტარეს, აბსოლუტურმა უმრავლესობამ მიაღწია წონის მდგრად კლებას და სიმსუქნესთან დაკავშირებული ჯანმრთელობის ისეთი პრობლემების აღმოფხვრას, როგორიცაა დიაბეტი ტიპი 2, ჰიპერტენზია და მაღალი ქოლესტერინი. კვლევამ ბარიატრიული ქირურგიის მოკლე და გრძელვადიანი რისკები და სარგებელი 240 მოზარდში…

კუჭის ბაიფასის გავლენა კარდიო დინამიკაზე

ბარიატრიის შედეგების სისტემატური მიმოხილვა და მონაცემების მეტა-ანალიზი სწავლობს ბარიატრიის სხვადასხვა პროცედურების შედარებით ეფექტურობას სიმსუქნით დაავადებულ მოზრდილებში გულის სტრუქტურისა და ფუნქციის გაუმჯობესებაზე პოზიტიური გავლენის მოხდენის კუთხით. ძირითადი დასკვნები ასეთია: კუჭის ბაიფასი აჩვენებს ყველაზე დიდ ეფექტურობას კარდიო დინამიკის თვალსაზრისით. მიმოხილვა დაეყრდნო 19 კვლევას, რომელშიც მონაწილეობდა 2000-ზე მეტი სიმსუქნით დაავადებული ზრდასრული ადამიანი, რათა შეფასებულიყო ბარიატრიული ოპერაციების გავლენა კარდიო…

სასწავლო ვიზიტი ავსტრიაში

ლაპაროსკოპიული ქირურგიით დაინტერესებულ ადამიანებს საშუალება ეძლევათ სპეციალური სასწავლო კურსი გაიარონ ავსტრიაში, ვენის საუნივერსიტეტო კლინიკაში. კურსს გაუძღვება გერჰარდ პრაგერი – ვენის საუნივესტეტო კლინიკის პროფესორი, ვენის საუნივერსტეტო კლინიკის ბარიატრიული და მეტაბოლური ქირურგიის ხელმძღვანელი, სიმსუქნისა და მეტაბოლური დაავადებების საერთაშორისო ფედერაციის IFSO-ს პრეზიდენტი. კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს. პროგრამა რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით: [email protected] ღირებულება – 800 ევრო თუ…

ლაპაროსკოპიული ქირურგია

ლაპაროსკოპიული ტრენაჟორი საუკეთესო საშუალებაა მათთვის, ვისაც სურვილი აქვს მინიმალური დანახარჯებით მიიღოს და დახვეწოს ცოდნა ლაპაროსკოპიულ ქირურგიაში. ტრენაჟორი თავსებადია ყველა ძირითად დავალებასთან, კვანძვის, კერვის, ექსტრაკორპორეული კვანძვის, ქსოვილის გაჭრის შესაძლებლობებთან. მისი გამოყენება კარგი ტექნოლოგიური გადაწყვეტაა სამედიცინო მიმართულების სტუდენტებისა და ექიმებისათვის, რომელთაც ესაჭიროებათ ამ მიმართულებით გარკვეული პრაქტიკული ცოდნის მიღება და უნარების შეძენა. ტრენაჟორი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ექიმების რეალური…