კუჭის ბანდაჟირება ბარიატრიული ქირურგიის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც რეგულირებადი და შექცევადია. ის გულისხმობს მუცლის გარშემო სილიკონის ზოლის მოთავსებას, რომელსაც ეწოდება ლაპაროსკოპიული ბანდაჟი. იგი ამცირებს კუჭის ტევადობას და ანელებს საკვების გავლას კუჭში.
კუჭის ლაპაროსკოპიული ბანდაჟირება
რა არის კუჭის ლაპაროსკოპიული ბანდაჟირება?!
ეს არის ქირურგიულად იმპლანტირებული მოწყობილობა, რომელიც ეხმარება სიმსუქნის მქონე ადამიანებს წონის დაკლებაში. იგი ბარიატრიული ქირურგიის რამდენიმე სახეობიდან ერთ-ერთია, რომელიც ზღუდავს მიღებული საკვების მოცულობას. ამ დროს მცირდება კუჭის ზომა მისი მუდმივი გაყოფის გარეშე, როგორც ეს სხვა ოპერაციების შემთხვევაში ხდება.
როგორ მუშაობს კუჭის ბანდაჟირება?
საქმე ეხება რეგულირებად, გასაბერი მილს, რომელიც დამზადებულია რბილი სილიკონისგან. ის მოთავსებულია თქვენი კუჭის ზედა ნაწილის გარშემო რგოლის შესაქმნელად. ეს გასაბერი ბეჭედი დაკავშირებულია პორტთან, რომელიც მოთავსებულია თქვენი კანის ქვეშ. ბანდაჟირების შემდეგ უფრო მალე ხდება ადამიანის დანაყრება და შესაბამისად ის ნაკლებ საკვებს იღებს, ნაკლებ კალორიას შეითვისებს, რის ხარჯზეც საბოლოო ჯამში ხდება წონაში დაკლება.
ვისთვის არის კუჭის ბანდაჟირება?!
ადამიანი შესაძლოა იყოს ბარიატრიული ქირურგიის კანდიდატი, იმ შემთხვევაში თუ მას აწუხებს სიმსუქნესთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები და თუ წონის დაკლების სხვა მეთოდები ნაკლებად მუშაობს. ლაპაროსკოპიული ბანდაჟირება შესაფერისი მეთოდია მათთვის, ვისაც სურს მიმართოს ნაკლებად ინვაზიურ ჩარევას. სხვა ბარიატრიულ პროცედურებთან შედარებით კუჭის ბანდაჟირებას ახასიათებს გართულებების ყველაზე დაბალი ალბათობა. საჭიროების შემთხვევაში მისი ამოღებაც შესაძლებელია. თუმცა, სხვა ბარიატრიული პროცედურებთან შედარებით ბანდაჟირებას წონის ნაკლები კლება ახასიათებს.
ბანდაჟირება პროცედურის ჩატარების შემდგომ საჭიროებს ექიმთან ხშირ ვიზიტსა და კორექტირებას, განსაკუთრებით პირველი წლის განმავლობაში. ამჟამად, ბარიატრიული ქირურგიის სხვა პროცედურები, როგორიცაა სლივ გასტრექტომია და roux-en-Y კუჭის ბაიფასი, უფრო ფართოდ გამოიყენება.
რამდენადაა შესაძლებელი წონის კლება ბანდაჟირების შემდეგ?
ბანდაჟირების გზით პაციენტს ორი წლის განმავლობაში ჭარბი წონის დაახლოებით 40%-ის დაკლება შეუძლია. შედეგები შეიძლება განსხვავდებოდეს, იმის მიხედვით, თუ რამდენად ზუსტად დაიცავს პაციენტი პოსტოპერაციულ რეკომენდაციებს და როგორ შეცვლის ცხოვრების წესს. თუმცა, ბანდაჟირებით წონის კლება ჩვეულებრივ ნაკლებია, ვიდრე სხვა ბარიატრიული ოპერაციების დროს.
შეუძლია თუ არა კუჭის ბანდაჟირებას სიმსუქნესთან დაკავშირებული ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება?
მხოლოდ წონის დაკლებამ შეიძლება ბევრი რამ გააკეთოს სიმსუქნესთან დაკავშირებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მათ შორის დადებითად მოქმედებს ისეთ დაავადებებზე, როგორებიცაა:
მაღალი ქოლესტერინი, მაღალი წნევა, გულის დაავადება, ტიპი 2 დიაბეტი, ობსტრუქციული ძილის აპნოე, ალკოჰოლთან დაკავშირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება და ა.შ.