კუჭის ბაიპასი (Roux-en-Y Gastric Bypass) არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ეფექტური ბარიატრიული ქირურგიული პროცედურა, რომელიც გამოიყენება ჭარბი წონის და მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობისთვის. პროცედურა მიზნად ისახავს საკვების მიღების შემცირებას და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში საკვების გადამუშავების გზის შეცვლას, რაც იწვევს კალორიების შეზღუდვას და წონის სწრაფ კლებას.
კუჭის ბაიფასი
პროცედურის ძირითადი ეტაპები
კუჭის მცირე ნაწილაკის შექმნა: ქირურგი კუჭს ჰყოფს მცირე, რომელიც დაახლოებით 50-100 მილილიტრიანი მოცულობის იქნება. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს კუჭის მოცულობას, რაც ხელს უწყობს პაციენტს ნაკლები საკვების მიღებაში და სავსეობის განცდის სწრაფ მიღწევაში.
წვრილი ნაწლავის გადაბმა (ბაიპასის შექმნა): წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილი ითიშება მისი ნორმალური გზიდან და გადაბმულია ახლად შექმნილ მცირე კუჭის ნაწილთან. ამ გზით საკვები აღარ გაივლის კუჭის დანარჩენ დიდ ნაწილს და ნაწლავის პირველ ნაწილს, რაც ამცირებს საკვების შეწოვას და საკვების საკვები ნივთიერებების შეთვისებას.
ნაწლავის დისტალური ნაწილის დაკავშირება: კუჭის დანარჩენი ნაწილი და გამოთიშული წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილი, კვლავ უკავშირდება ახლად შექმნილ საჭმლის მომნელებელ გზას რათა უზრუნველყოს საჭმლის სითხეებით გაჯერებული მასის ნაკადის გაღება.
შედეგები და სარგებელი
პროცედურა მნიშვნელოვნად ამცირებს წონას, რადგან პაციენტი ნაკლებ საკვებს იღებს და ორგანიზმი საკვებს ნაკლებად ითვისებს. ასევე, მას შეუძლია გააუმჯობესოს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა და “განკურნოს” (დაავადების რემისია) ისეთი დაავადებები, როგორიცაა დიაბეტი, მაღალი არტერიული წნევა, ძილის აპნოე და ა.შ.
პოსტოპერაციული გართულებები
კუჭის ბაიპასი შედარებით კომპლექსური პროცედურაა და შესაძლოა გამოიწვიოს პოსტოპერაციული გართულებები, როგორიცაა საკვების შეზღუდვა (დამპინგის სინდრომი), ვიტამინების დეფიციტი, სტენოზი ან შეხორცებითი ჭიმების გაჩენა მუცლის ღრუში (გაუვალობა), ადრეული გართულებების განვითარების ალბათობაც შესაძლებელია, როგორიც არის ჰერმეტიზმის დარღვევა და სისხლდენა.
შემდეგი ეტაპები
პოსტოპერაციულ პერიოდში 24 თვის განმავლობაში მნიშვნელოვანია პაციენტმა შეინარჩუნოს აქტიული კომუნიკაცია ექიმთან, ჩაიტაროს ყველა საჭირო კვლევა, მიიღოს ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები და საკვები დანამატები და გართულების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოს ცენტრს.