სიმსუქნე და კოგნიტური ჯანმრთელობა

სიმსუქნე გავლენას ახდენს ტვინისა და კოგნიტური ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, თუმცა სიმსუქნის დინამიკის გრძელვადიანი გავლენა კოგნიტური დაბერების მდგომარეობაზე ჯერ კიდევ არასაკმარისად არის შესწავლილი. არსებული კვლევების უმეტესობა ძირითადად ეყრდნობა ისეთ ფაქტორებს, რაც ართულებს ქრონიკული და დროებითი სიმსუქნის დიფერენცირებას. ასევე გაურკვეველია, დროთა განმავლობაში სიმსუქნის სხვადასხვა დონე განსხვავებულად მოქმედებს თუ არა ტვინის ანატომიასა და ფუნქციონირებაზე. შესაბამისად ახალმა კვლევამ ფოკუსში მოაქცია…

რა კავშირშია მეტაბოლური პრობლემები ალცჰაიმერის დაავადებასთან?!

კვლევამ, რომელიც ჩინეთის უნივერსიტეტში ჩატარდა, ახსნა, თუ როგორ შეიძლება ორგანიზმის მეტაბოლურმა პრობლემებმა ხელი შეუწყოს ალცჰაიმერის დაავადების (AD) განვითარებასა და პროგრესს. კვლევებმა აჩვენა, რომ ალცჰაიმერის დაავადება (AD) დაკავშირებულია მეტაბოლური სინდრომის (MetS) ზრდასთან, რასაც თავის მხრივ ახასიათებს ისეთი თანმდევი პრობლემები, როგორიცაა დიაბეტი, სიმსუქნე, მაღალი წნევა და სისხლში ცხიმის ზენორმირებული დონე და ა.შ. ტვინი შედგება ლიპიდებისგან, რომლებიც კრიტიკულია…

ცხიმოვანი უჯრედების ქვეტიპების აღმოჩენამ შესაძლოა სიმსუქნის პერსონალიზებული მკურნალობა გააუმჯობესოს

მეცნიერების ხელმძღვანელობით ჩატარებულმა საერთაშორისო კვლევამ ადამიანის სხეულის სხვადასხვა ცხიმოვან ქსოვილებში არსებული ცხიმოვანი უჯრედების პოპულაციები დაახასიათა. ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენებით, მკვლევარებმა შეძლეს უნიკალური ქვეპოპულაციების იდენტიფიცირება ცხიმოვან უჯრედებში, რომელთაც უფრო რთული და მრავალფეროვანი ფუნქციები აქვთ, ვიდრე აქამდე იყო ცნობილი. გარდა ამისა, მათ აღმოაჩინეს განსხვავებები ადამიანის სხვადასხვა ცხიმოვან ქსოვილებში უჯრედშორისი კომუნიკაციის თვალსაზრისით. ეს აღმოჩენები საფუძვლად დაედება მომავალ კვლევებს, რომლებიც…

რა გავლენას ახდენს ბარიატრია დეპრესიულ სიმპტომებზე?!

ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევის საგანს წარმოადგენდა კავშირი დეპრესიის სიმპტომებსა და BMS-ის ეფექტურობას შორის.  არსებობს შესაძლო კავშირი დეპრესიის სიმპტომებსა და ბარიატრიული ქირურგიის ეფექტურობას შორის, ნათქვამია კვლევაში, რომელიც ტაივანის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ჩაატარეს. კვლევის ავტორების თქმით, მიღებული შედეგები ხაზგასმით მიუთითებს იმაზე, რომ აუცილებელია BMS-ის პაციენტებისთვის მენტალური ჯანმრთელობის უწყვეტი მონიტორინგი როგორც ოპერაციამდე, ასევე მის შემდეგ, რათა უზრუნველყოფილ იქნას როგორც…

ბარიატრია – მცდარი წარმოდგენები

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ბარიატრიული ქირურგია არ წარმოადგენს კოსმეტიკურ ქირურგიას. კოსმეტიკური ქირურგია მიზნად ისახავს ადამიანის ფიზიკური გარეგნობის შეცვლას მაშინ, როცა ბარიატრიული ქირურგიის მიზანი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორება და სხვადასხვა დაავადების პრევენციაა. ბარიატრიული ქირურგია მოიცავს ქირურგიულ ტექნიკებს, რომლებიც გავლენას ახდენს საკვების მონელებაზე ორგანიზმის მიერ. ბარიატრიული ქირურგია იწვევს წონის კლებასა და ცხოვრების სტილის ცვლილებას. იგი მეტად ორიენტირებულია გრძელვადიანი,…

რას გვეუბნება სტატისტიკა?!

როგორია ბარიატრიული ქირურგიისთვის მიმართვიანობის მაჩვენებელი გლობალურად?! ამერიკასა და კანადაში ყოველ საათში საშუალოდ 25 ქირურგიული პროცედურა ტარდება წონაში კლების მიზნით. მაჩვენებელი მცირედით ჩამორჩება ევროპის ქვეყნებისთვის და საშუალო 8 პროცედურას უტოლდება საათში, აზიაში 2 პროცედურა საათში. აღნიშნულიდან 90% წილი მოდის მინიმალური ინვაზიური ტექნიკით განხორციელებულ ჩარევაზე. ეს გავრცელებული მეთოდი მოიცავს 2 სახის ქირურგიულ პროცედურას: სლივ გასტრექტომია (gastric sleeve)…

პოსტ-ბარიატრიული კვებითი ჩვევები

სწორი კვება – როგორია ბარიატრიის შემდგომი ცხოვრების წესი?! ბარიატრიული ქირურგია არ არის ჭარბი წონის მომენტალური კორექციის საშუალება. გრძელვადიანი შედეგის მისაღებად და შესანარჩუნებლად აუცილებელია ცხოვრებისა და კვების წესის დარეგულირება. მაშინ, როცა ბარიატრიის შედეგად კუჭის ზომა პატარავდება, ორგანიზმი ზღუდავს შაქრისა და ცხიმის შემცველი საკვების მიმღებლობას. თუმცა საკვების კონკრეტული ჯგუფების შეთვისება სხვადასხვა ორგანიზმს შესაძლოა განსხვავებული ჰქონდეს. თუმცა, არსებობს…

რატომ არის ჰიდრატაცია მნიშვნელოვანი?!

რა უნდა იცოდნენ ბარიატრიულმა პაციენტებმა გაუწყლოების შესახებ?! ბარიატრიული ქირურგია მიმართულია კუჭის მოცულობის შემცირებაზე, რაც თავის მხრივ აისახება სითხის შეთვისების პროცესზეც. ამ დროს კუჭს მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობის საკვებისა და წყლის მიღება შეუძლია, რაც შესაძლოა არ იყოს საკმარისი ორგანიზმის დატენიანებისათვის. ეს განსაკუთრებით ოპერაციის შემდგომ პირველ ფაზას ახასიათებს, როცა ცვლილებებთან ადაპტირება მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ გაუწყლოების რისკი შედარებით გაზრდილია.…

რას გვეუბნება კვლევები ბარიატრიის ეფექტურობაზე?!

10 წლიანი დაკვირვება პოსტ-ბარიატრიულ პაციენტებზე ბარიატრიული ქირურგიის ხანგრძლივ სარგებელზე მიუთითებს – უახლესმა კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტებს შორის, რომელთაც ბარიატრიული ოპერაცია მოზარდობის ასაკში ჩაიტარეს, აბსოლუტურმა უმრავლესობამ მიაღწია წონის მდგრად კლებას და სიმსუქნესთან დაკავშირებული ჯანმრთელობის ისეთი პრობლემების აღმოფხვრას, როგორიცაა დიაბეტი ტიპი 2, ჰიპერტენზია და მაღალი ქოლესტერინი. კვლევამ ბარიატრიული ქირურგიის მოკლე და გრძელვადიანი რისკები და სარგებელი 240 მოზარდში…

კუჭის ბაიფასის გავლენა კარდიო დინამიკაზე

ბარიატრიის შედეგების სისტემატური მიმოხილვა და მონაცემების მეტა-ანალიზი სწავლობს ბარიატრიის სხვადასხვა პროცედურების შედარებით ეფექტურობას სიმსუქნით დაავადებულ მოზრდილებში გულის სტრუქტურისა და ფუნქციის გაუმჯობესებაზე პოზიტიური გავლენის მოხდენის კუთხით. ძირითადი დასკვნები ასეთია: კუჭის ბაიფასი აჩვენებს ყველაზე დიდ ეფექტურობას კარდიო დინამიკის თვალსაზრისით. მიმოხილვა დაეყრდნო 19 კვლევას, რომელშიც მონაწილეობდა 2000-ზე მეტი სიმსუქნით დაავადებული ზრდასრული ადამიანი, რათა შეფასებულიყო ბარიატრიული ოპერაციების გავლენა კარდიო…