იოანე მოწყალის სახელობის პრივატ კლინიკის ბარიატრიის ცენტრი პროფესორ სოსო ნანობაშვილის, პროფესორ გერჰარდ პრაგერის და პრივატ კლინიკის ერთობლივი ინიციატივით 2019 წელს დაარსდა. დღემდე ცენტრის ისტორია რამდენიმე ასეულ სხვადასხვა ტიპის ბარიატრიულ და მინიმალურ ინვაზიურ ოპერაციას ითვლის.
მიზანი, რომელსაც ბარიატრიის ცენტრი ემსახურება პაციენტებისთვის ქვეყნის დატოვების გარეშე თანამედროვე და მაღალის ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიწოდებაა.
ცენტრი აღჭურვილია უახლესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურით, ხოლო თითოეული კადრის განვითარებისთვის მუდმივად მიმდინარეობს გადამზადების პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, სამედიცინო სფეროში მოწინავე პოზიციებზე მყოფ ქვეყნებში.
ცენტრის პროფილი და საქმიანობა მიმართულია სიმსუქნისა და მეტაბოლური დაარღვევების მქონე პაციენტებისთვის მკურნალობის ეფექტური მეთოდებისა და ალტერნატივების შეთავაზებაზე, რომლებიც მოიცავს როგორც ოპერაციულ, ასევე მსოფლიოს წამყვან კლინიკებში დანერგილ მკურნალობის ალტერნატიულ მოდელებს.