სიმსუქნის გამომწვევი მიზეზი არაერთია: მათ შორის აღსანიშნავია გენეტიკური წინასწარგანწყობა, გარემო ფაქტორები და ცხოვრების წესი, თუმცა რაც არ უნდა წარმოადგენდეს გამომწვევ მიზეზს, ყველა შემთხვევაში შედეგები, რაც სიმსუქნეს მოსდევს, საყურადღებო და გასათვალისწინებელია.
რა იწვევს სიმსუქნეს?
გენეტიკა
როგორც აღინიშნა, სიმსუქნის გამომწვევ მიზეზებს შორის ერთ-ერთი კრიტიკულ როლს გენეტიკა თამაშობს. სწორედ მშობლებისგან გადმოცემული გენები შესაძლოა განსაზღვრავდეს სიმსუქნისადმი მიდრეკილებას. ეპიგენეტიკა უკვე დიდი ხანია კვლევის საგანს წარმოადგენს. შედეგებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გენური მახასიათებლების გააქტიურება სხვადასხვანაირად ხდება და მასზე გავლენას გარემო ფაქტორები ახდენს. მაგალითან, ორი იდენტური გენეტიკის ადამიანს შესაძლოა სიმსუქნისადმი მიდრეკილება სიცოცხლის ციკლის სხვადასხვა ეტაპზე გამოუვლინდეს, თუ განსხვავებულია მათი ცხოვრების წესი. მკვლევართა ნაწილი სიმსუქნის გამომწვევ ფაქტორებში მოიაზრებს კვების რეჟიმსა და ცხოვრების წესს. სამედიცინო მკვლევარების განწყობა ოპტიმისტურია იმასთან დაკავშირებით, რომ მეცნიერების განვითარება მომავალში აღნიშნული გენების მართვას.
საკვების გადამუშავების როლი
კარგად ნაცნობი მდგომარეობაა ისიც, რომ შესაძლოა 2 იდენტური კვებითი რეჟიმის ადამიანს ჰქონდეს წონის მატების განსხვავებული დინამიკა. სწორედ ორგანიზმის საკვების გადამუშავების უნარი განსაზღვრავს როგორც წონის ცვლილებას, ასევე იმასაც, თუ როგორ ხდება დაკლებული კილოგრამების აღდგენა დროთა განმავლობაში.
BMI კალკულატორი
გარემო ფაქტორები
სიმსუქნეზე გარემო ფაქტორების ზემოქმედების არაერთი გზა არსებობს. გარემო ფაქტორებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ჰაერის დაბინძურების ხარისხი.
გარემო ფაქტორებში მოიაზრება ასევე:
სწრაფი კვების პოპულარიზაცია:
- მაღალკალორიული საკვებს
სწრაფი კვება, ტკბილეულობა, გაზიანი სასმელები და სხვა მაღალკალორიული საკვები სიმსუქნის მთავარი გამომწვევი მიზეზებია. - უმნიშვნელო ნუტრიციულ ღირებულებას
საკვების ჭარბი მოხმარება, რომელიც შეიცავს შაქარსა და ცხიმს, მაგრამ ნაკლებად შეიცავს ბოჭკოს, ვიტამინებსა და მინერალებს.
ურბანიზაცია და ინფრასტრუქტურა
- შეზღუდული შესაძლებლობები მოძრაობისთვის:
ურბანულ გარემოში ხშირად ნაკლებია უსაფრთხო და მოსახერხებელი ადგილები სიარულისა და ფიზიკური აქტივობისთვის. - ტრანსპორტის გამოყენება:
ფეხით სიარულის ან ველოსიპედით მოძრაობის ნაცვლად საზოგადოებრივი ან პირადი ტრანსპორტით გადაადგილება ამცირებს ფიზიკურ აქტივობას.
სტრესი და ფსიქოლოგიური ფაქტორები
- ემოციური კვება:
სტრესის, შფოთვის ან დეპრესიის დროს ადამიანები ხშირად მიმართავენ ზედმეტ ან არაჯანსაღ საკვებს. - კორტიზოლის ეფექტი:
სტრესის დროს კორტიზოლის მომატება ხელს უწყობს ცხიმის დაგროვებას, განსაკუთრებით მუცლის არეში.
ფიზიკური აქტივობა
მიუხედავად იმისა, რომ სიმსუქნეს ჩვენ პირდაპირ არ ვუკავშირებთ ფიზიკურ აქტივობასა და ვარჯიშს, ეს საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანი ნაწილია სიმსუქნის დაძლევის პროცესში. შესაბამისად, სიმსუქნის განმაპირობებელ ფაქტორთა შორის შეგვიძლია დავასახელოთ
მჯდომარე ცხოვრების სტილი
- ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა:
დღევანდელ საზოგადოებაში, სადაც ადამიანები დიდ დროს ატარებენ ოფისში, ეკრანებთან, მანქანაში ან სახლში, ნაკლები მოძრაობა ხელს უწყობს კალორიების დაგროვებას. - ტექნოლოგიები:
ტელევიზორები, კომპიუტერები და სმარტფონები ამცირებს ფიზიკურ აქტივობას.