გასტროსკოპია და კოლონოსკოპია ენდოსკოპიური გამოკვლევებია, რომლებიც საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება. ეს პროცედურები საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მდგომარეობა, გამოვავლინოთ პათოლოგიები და დაავადებები, როგორიცაა წყლულოვანი დაავადებები, სხვადასხვა ანთებითი პროცესები, კიბო, პოლიპები და სხვა.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროს გასტროსკოპია?
გასტროსკოპია რეკომენდებულია შემდეგი სიმპტომების არსებობისას:
- ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში;
- გულის რევის შეგრძნება, ღებინება;
- გულძმარვა, წვის შეგრძნება ყელისა და გულმკერდის არეში;
- სისხლდენა საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, შავი ფერის ან სისხლიანი გავალის არსებობისას;
- ანემია გაურკვეველი მიზეზის გამო.
პროცედურის მიმდინარეობა და რისკები
გასტროსკოპია უმტკივნეულო, მინიმალურად ინვაზიური პროცედურაა, რომელსაც წინ უძღვის ანესთეზია ან სედაცია. პროცედურისას, ენდოსკოპის ( რომელიც არის მოქნილი მილი აღჭურვილი კამერით და გვაძლევს გამოსახულებას მონიტორზე) დახმარებით თვალიერდება საყლაპავი კუჭი და თორმეტგოჯა ნაწლავი.
გასტროსკოპიის გაკეთებისას ხდება საყლაპავის კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის მცირე ნაწილების აღება ე.წ. ბიოფსია რომელიც იგზავნება მორფოლოგიურ ლაბორატორიაში მიკროსკოპიული შესწავლისთვის.
გასტროსკოპია, როგორც სკრინინგის მეთოდი, გამოიყენება საჭმლის მომნელები ტრაქტის ზედა ნაწილის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკისთვის.