გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (GERD) – ეს მდგომარეობაა, როდესაც კუჭის შიგთავსი და მჟავა უკან, საყლაპავში ბრუნდება. საყლაპავსა და კუჭს შორის არსებული სარქველი არ იხურება სრულად, რის შედეგადაც კუჭში არსებული მჟავე სითხე ხვდება საყლაპავში, იწვევს გულძმარვასა და ტკივილს გულმკერდისა და ყელის მიდამოში, რაც ხშირ შემთხვევაში ქრონიკული დისკომფორტის განმაპირობებელია და გავლენას ახდენს პაციენტის ცხოვრების ხარისხზე.
სტატისტიკა საქართველოში
საქართველოს მასშტაბით GERD-ის პრევალენტურობა საკმაოდ მაღალია. პაციენტთა რაოდენობა, რომლებიც რეგულარულად განიცდიან გულძმარვას ან სხვა მსგავსი სიმპტომებს, ითვლება მოსახლეობის 10-15%-მდე, ხოლო ზოგადი მონაცემებით, 1-2%-ში დაავადება რთულ ფორმას აღწევს.