რა უნდა იცოდნენ ბარიატრიულმა პაციენტებმა გაუწყლოების შესახებ?!
ბარიატრიული ქირურგია მიმართულია კუჭის მოცულობის შემცირებაზე, რაც თავის მხრივ აისახება სითხის შეთვისების პროცესზეც. ამ დროს კუჭს მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობის საკვებისა და წყლის მიღება შეუძლია, რაც შესაძლოა არ იყოს საკმარისი ორგანიზმის დატენიანებისათვის. ეს განსაკუთრებით ოპერაციის შემდგომ პირველ ფაზას ახასიათებს, როცა ცვლილებებთან ადაპტირება მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ გაუწყლოების რისკი შედარებით გაზრდილია.
მნიშვნელოვანია სწორად გვესმოდეს ჰიდრატაციის როლი. წყალი არ არის მხოლოდ წყურვილის მოკვლის საშუალება. ის ორგანიზმის ყველა მნიშვნელოვანი ფუნქციის ფუნდამენტური ნაწილია. წყალი ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების მიმოცვლას, ასევე საჭირო ვიტამინებისა და მინერალების გადანაწილებას ორგანიზმში. ის ხელს უწყობს მიღებული საკვების დაშლას, რაც აადვილებს ორგანიზმის მიერ საკვები ნივთიერებების ათვისებას.
წყლის საკმარისი რაოდენობით მიღება და კარგი ჰიდრატაცია ბარიატრიულ პაციენტებს ეხმარება პოსტოპერაციული გართულებების თავიდან აცილებაში, ენერგიის გამარტივებულ აღდგენასა და წონის ეფექტურ კლებაში.