სიცოცხლის ხანგრძლივობის და ცხოვრების ხარისხსის დაქვეთება სიმსუქნის მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტია. სიმსუქნით დაავადებული პაციენტებში ნაადრევი სიკვდილის ალბათობა გაზრდილია 50% დან 100% თუ დავეყრნობით რამდენიმე მულტიცენტრულ კვლევას.
სიმსუქნის შედეგად მოიაზრება ასევე დიაბეტი ტიპი 2. წარსული პრაქტიკიდან გამომდინარე დიაბეტი ტიპი 2 ძირითადად დამახასიათებელი იყო 40 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებისათვის, თუმცა სიმსუქნის დიაგნოზის მეტად გავრცელებამ მისი გამოვლენის ინტენსივობა კიდევ უფრო დაბალი ასაკობრივი ჯგუფის ადამიანებშიც გაზარდა. აშშ-ის სტატისტიკური მონაცემებით აღნიშნული დიაგნოზის მატარებელ ადამიანთა 90% ჭარბწონიანთა ან სიმსუქნით დაავადებულთა კატეგორიას მიეკუთვნება.