სიმსუქნე ერთერთია სიკვდილიანობის გამომწვევი დაავადებების მაპროვოცირებელ მიზეზთაგან, რომელსაც სამედიცინო სფერო წარმატებით უმკლავდება. ის რისკ ფაქტორს წარმოადგენს დიაბეტი ტიპი 2-თვის, სიმსივნის გარკვეული ტიპებისთვის, ოსტეოართრიტისთვის, შეუძლია გამოიწვიოს რეპროდუქციული, კარდიოვასკულარული პრობლემები და ა.შ.
წონაში კლების მეთოდები
შესაძლებელია თუ არა სიმსუქნის მკურნალობა?
სიმსუქნის მართვის გზებს შორის გამოიყოფა ცხოვრების წესის ცვლილება, მედიკამენტოზური მკურნალობა და ბარიატრიული & მეტაბოლური ქირურგია.
მედიკამენტები ინიშნება BMI ≥30 ან ≥27 თანმხლები დაავადებების შემთხვევაში (დიაბეტი, ჰიპერტენზია). ის საკმაოდ ეფექტურია იმ პაციენტებში ვისაც სხეულის მასის მცირე კლება ესაჭიროებათ. აღნიშნული მკურნალობა ეხამრება სხეულის მასისი 10-15% დაკლებაში. მედიკამენტოზური მკურნალობის სწორი გეგმის შესადგენად აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
“ბარიატრიული ქირურგია ყველაზე ეფექტური თერაპიაა დაავადებაში გადაზრდილ სიმსუქნესთან საბრძოლველად და ის ყოველთვის აისახება პაციენტის მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებაში ან პრობლემის სრულად აღმოფხვრაში.”
ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი
რეალურად მუშაობს თუ არა ბარიატრიული ქირურგია?
დიახ, არ არსებობს არცერთი სხვა მეთოდი, რომელიც ერთნაირად წარმატებული იქნება ყველანაირი სამედიცინო ისტორიისა და პარამეტრების მქონე პაციენტისათვის. დღემდე ყველაზე ეფექტურ გზად სიმსუქნესთან საბრძოლველად ბარაიტრიული ქირურგიაა.
როგორია მკურნალობის გზები?
ზოგადად, წონის კლების არაერთი მეთოდი არსებობს, მათ შორის დიეტაც და ფიზიკური აქტივობაც. თუმცა მხოლოდ ცხოვრების წესის დაბალანსებამ შესაძლოა წონის უმნიშვნელო კლებამდე მიგვიყვანოს, ის ნაკლებ სავარაუდოა გაუმკლავდეს სიმსუქნის დაავადებას.
მკურნალობის მეთოდები, რომელსაც პაციენტს ბარიატრიული ქირურგია სთავაზობს, მოიცავს შემდეგს:
ლაპაროსკოპიული ბანდაჟირება
ლაპაროსკოპიული ბანდაჟირება მინიმალურად ინვაზიური პროცესია, რომლის დროსაც მოქნილი რგოლის მოთავსება ხდება კუჭის ზემოთა ნაწილის ირგვლივ. რგოლი ვიწროვდება სხვადასხვა ხარისხით, იმისთვის რომ შექმნას მცირე ზედა სივრცე ვიწრო გასასვლელით კუჭის უფრო დიდ, ქვედა ნაწილამდე. ეს განაპირობებს საკვების უფრო ნელ გადასვლას მომნელებელ სისტემაში. შედეგად, პაციენტს სჭირდება უფრო პატარა პორციებით კვება, იმისთვის რომ თავი იგრძნოს დანაყრებულად, ხოლო შემდეგ კვებამდე იზრდება ინტერვალი.
სლივ გასტრექტომია
სლივ გასტრექტომიაც ასევე მინიმალურად ინვაზიური პროცესია,რომლის დროსაც ქირურგი აშორებს კუჭის 85-90%-ს. კუჭის ზომის შემცირება კი იწვევს ნაკლები საკვების მიღებით დანაყრებას, რაც ასევე შედეგია ჰორმონალური ცვლილებებისა, რომელიც თან ახლავს “სლივის” პროცედურას.
კუჭის ბაიფასი
Roux-en-Y ბაიფასი ბარიატრიული ქირურგიის ერთერთი მეთოდია, რომელიც კუჭის დაპატარავებას და წვრილი ნაწლავის ნაწილის გამოთიშვას საჭმლის მომნელები ტრაქტიდან. მცირე ზომის კუჭის პირობებში ნაკლები საკვების მიღება უკვე საკმარისია პაციენტისთვის და ასევე, ნაკლებია ორგანიზმის მიერ შეთვისებული კალორიების რაოდენობაც.